ედენ აზარი მესისთან შედარებაზე: შეუდარებელთან შედარება არ შეიძლება

AutoSharing Option
"რეალში" ახლად გადასულმა ნახევარმცველმა ედენ აზარმა ჟურნალისტის კითხვაზე უპასუხა, შეიძლება თუ არა მისი "ბარსელონას" თავდამსხმელ ლეო მესისთან შედარება.

"ეს შეუძლებელია. დიახ, ჩვენ პატარები ვართ, ტექნიკურები, მაგრამ ჩემგან განსხვავებით, მას თითქმის ყოველ მატჩში გააქვს გოლი.

ჩემი შედარება შეუდარებელთან არ შეიძლება", - ციტირებს აზარს "მუნდო დეპორტივო".

აზარის "სანტიაგო ბერნაბეუზე" პრეზენტაცია 13 ივნისს გაიმართება.