ფელიპე კოუტინიო: იმაზე გაცილებით უარესად ვითამაშე, ვიდრე გულშემატკივარი ელოდა

AutoSharing Option
"ბარსელონასა" და ბრაზილიის ნაკრების ნახევარმცველმა ფელიპე კოუტინიომ გასულ სეზონში თავისი თამაში კრიტიკულად შეაფასა.

"საუკეთესო სეზონი არ ჩამიტარებია. იმაზე გაცილებით უარესად ვითამაშე, ვიდრე გულშემატკივარი ელოდა. თვითრწმენის დასაბრუნებლად ბევრს ვმუშაობ", - განუცხადა კოუტინიომ "მარკას".

გასულ სეზონში კოუტინიომ 54 მატჩში 11 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა, "ბარსასთან" კონტრაქტი კი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფელიპეს გუნდის გამოცვლა უნდა, ამის შესახებ კლუბის ხელმძღვანელობას უთხრა და მისი სამსახურით პსჟ-ია დაინტერესებული.