"რეალმა" თავისი სატრანსფერო რეკორდი მოხსნა და ეს მხოლოდ დასაწყისია?!

AutoSharing Option
მადრიდის "რეალმა" მოცემული მომენტისთვის უკვე რამდენიმე ტრანსფერი განახორციელა, რაც საერთო ჯამში 317 მლნ ევრო დაუჯდა.

"სამეფო კლუბის" ყველაზე ძვირი შენაძენი ლონდონის "ჩელსის" ვარსკვლავი ედენ აზარი გახდა. "არისტოკრატებმა" ფეხბურთელის სანაცვლოდ 100 მლნ ევრო დახარჯეს.

65 მლნ ევრო "რეალმა" "აინტრახტს" ლუკა იოვიჩის სანაცვლოდ გადაუხადა. "სანტოსის" ფეხბურთელი როდრიგო გოესი კლუბს 54 მლნ ევრო დაუჯდა, ხოლო "პორტუს" მცველი ედერ მილიტანი - 48 მლნ ევრო.

გამომდინარე აქედან, "რეალმა" საკუთარი სატრანსფერო რეკორდი მოხსნა, რომელიც უკვე ათი წელია მიუწვდომელი იყო. მაშინ "რეალმა" კრიშტიანო რონალდოს (94 მლნ ევრო),
კაკას (67 მლნ ევრო), ქარიმ ბენზემას (35 მლნ ევრო), ხაბი ალონსოს (35 მლნ ევრო), რაულ ალბიოლის (15 მლნ ევრო), ალვარო ნეგრედოს (5 მლნ ევრო), ალვარო არბელოასა (4 მლნ ევრო) და ესტებან გრანეროს (4 მლნ ევრო) შესაძენად 258.5 მლნ ევრო დახარჯა.

უნდა აღინიშნოს, რომ "რეალი" ამაზე არ ჩერდება და "მანჩესტერ იუნაიტედიდან" პოლ პოგბას გადაბირებაც სურს.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული