ედენ აზარს პრესკონფერენციაზე ხელზე 68-ათასევროიანი საათი ეკეთა

AutoSharing Option
"რეალში" წარდგენისთვის ნახევარმცველი ედენ აზარი სათანადოდ მოემზადა, მადრიდში პარიკმახერთან შეიარა, შემდეგ სოლიდურად შეიმოსა და პრეზენტაციასა და პრესკონფერენციაზე ხელზე 68 ათას ევროდ ღირებული საათი ეკეთა.

"მარკა" იტყობინება, რომ ბრენდული საათი თეთრი ოქროსგანაა დამზადებული, კორპუსი კი ბრილიანტის ქვებითაა გაწყობილი.

ბელგიელს წლიურ გასამრჯელოდ 11 მილიონი დაუნიშნეს და სერხიო რამოსის შემდეგ გუნდში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ