კეილორ ნავასს მთხოვნელი არა ჰყავს და "რეალში" დარჩენა მოუწევს

AutoSharing Option
As-ის ცნობით, 32 წლის კოსტარიკელი მეკარე კეილორ ნავასი, დიდი ალბათობით, "რეალს" ვერ დატოვებს.

მეკარეს კი უნდა გუნდის გამოცვლა, მაგრამ მთხოვნელი არა ჰყავს.

მისი სამსახურით პსჟ, "მანჩესტერი" და "ბენფიკა" იყვნენ დაინტერესებულნი, მაგრამ კონკრეტულ მოლაპარაკებამდე საქმე არ მისულა.

ლისაბონურ კლუბს მისი გადაბირება სურდა და წლიურ გასამრჯელოდ 3 მილიონი ევრო შესთავაზა, ფეხბურთელმა კი 7 მილიონი მოითხოვა და მას შემდეგ აღარ დაკავშირებიან.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული