გულის შეტევიდან 2 თვეში კასილასმა "პორტუსთან" ერთად ივარჯიშა [PHOTO]

AutoSharing Option
როგორც ჩანს, ესპანელმა მეკარე იკერ კასილასმა განიზრახა, რომ გულის შეტევას არ მისცემს ნებას კარიერა დაასრულებინოს. იკერმა წინასასეზონო მოსამზადებელ პროცესში "პორტუს" პირველ ვარჯიშში მიიღო მონაწილეობა.

38 წლის მეკარემ გულის შეტევა 2 თვის წინ მიიღო და ყველა ფიქრობდა, რომ ამის შემდეგ კარიერის გაგრძელებას ვეღარ შეძლებდა.

"დავუბრუნდით სამუშაოს, პირველი დღე" - დაწერა იკერმა საკუთარი ტვიტერის გვერდზე და თან ფოტოც დაურთო.


Sportall.Ge

ფეხბურთელები ვარჯიშზე 08:30 საათზეზე იყვნენ დაბარებულები, ხოლო კასილასი 15 წუთით ადრე მივიდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული