"ატლეტიკომ" "ბარსელონა" და ანტუან გრიზმანი უპატივცემულობაში დაადანაშაულა

AutoSharing Option
"ატლეტიკომ" "ბარსელონა" და თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი უპატივცემულობაში დაადანაშაულა და ამის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა.

"მაისში გრიზმანმა გვაცნობა, რომ ზაფხულში გუნდს დატოვებდა. შემდეგ გავიგეთ, რომ კატალონიურ კლუბს ჯერ კიდევ მარტში მოელაპარაკა. ამას უპატივცემულობად ვთვლით და ტრანსფერის თანხის გადავადებაზე უარი ვუთხარით.

ამას გარდა, "ატლეტიკომ" გრიზმანს აუწყა, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულების მიხედვით წინასასეზონო შეკრებაზე უნდა გამოცხადდეს", - ნათქვამია განცხადებაში.

"ბარსას" პრეზიდენტმა ჟოზეპ ბარტომეუმ დაადასტურა, რომ ფეხბურთელთან მოლაპარაკება მიმდინარეობს.

ბლაუგრანას შეუძლია ტრანშების გარეშე მისი კონტრაქტი 120 მილიონ ევროდ გამოისყიდოს და ამ შემთხვევაში "ატლეტიკო"
ვერაფერს ვერ გააწყობს.