დანი ალვეში შეიძლება "ბარსელონაში" დაბრუნდეს

AutoSharing Option
არაა გამორიცხული, პსჟ-დან აბარგებული ბრაზილიის ნაკრების მცველი დანი ალვეში ესპანეთში დაბრუნდეს.

მიუხედავად იმისა, რომ 36 წლისაა, დანი ჩინებულ ფორმაშია და კოპა ამერიკას ნახევარფინალში არგენტინასთან ერთ-ერთი საუკეთესო იყო (თუ საუკეთესო არა).

UOL Esporte-ს ცნობით, მან შესაძლოა, კარიერა "ბარსელონაში" ან "ატლეტიკოში" გააგრძელოს, ორივე კლუბი იწვევს, თავად კი გული უფრო კატალონიური გუნდისკენ მიუწევს.

აგრეთვე ალვეშის სამსახურით "სევილიაა" დაინტერესებული.

გასულ სეზონში მან პსჟ-ში 32 მატჩში 3 გოლი დ 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ის ადრე "ბარსელონასა"
და "სევილიას" ღირსებას იცავდა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
დანი ალვეშ! შენთვის მუდამ ღია იქნება ბარსას კარები! მოდიიიიიი.
გია1
07 ივლისი 2019 21:31
0
გაიხარე გია, მოვალ აუცილებლად, ჯერ ბრაზილიაში ვარ და კვირის ბოლოს მოვდივარ მანდეთ.
დანი ალვეში
08 ივლისი 2019 10:21
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული