ხამეს როდრიგესს "ატლეტიკოში" სურს გადასვლა - ეს გრიზმანის ტრანსფერზეა დამოკიდებული

AutoSharing Option
კოლუმბიური Gol Caracol-ი ამტკიცებს, რომ "რეალის" ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი შეიძლება "ატლეტიკოში" გადაბარგდეს. AS-ი ამ ინფორმაციას ადასტურებს.

ხამესს კარიერის როხიბლანკოში გაგრძელება სურს და ამიტომ შეაჩერა "ნაპოლისთან" მოლაპარაკება. მისი სამსახურით "ატლეტიკოც" დაინტერესებულია და ყველაფერი თავდამსხმელ ანტუან გრიზმანის ტრანსფერზეა დამოკიდებული.

როგორც კი "ბარსელონა" "ატლეტიკოს" გრიზმანის კონტრაქტის გამოსასყიდ თანხას გადაურიცხავს, ხამესის ტრანსფერსაც უმალ გაჩარხავს.

ბოლო ორ წელი ის "ბაიერნში" იყო განათხოვრებული, სადაც გასულ სეზონში 20 მატჩში 7 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ასევე დაგაინტერესებთ