მადრიდის "ატლეტიკოს" ქალთა გუნდმა ნათია ფანცულაია დაიმატა

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" ვებგვერდის ინფორმაციით მათ ქალთა გუნდს ნათია ფანცულაია შეუერთდა.

27 წლის მცველი უკრაინაში დაიბადა და ამავე ქვეყნის მოქალაქეა.

ფანცულაია ბოლოს თურქულ "ALG სპორში" ასპარეზობდა და მისი კაპიტანიც იყო. თურქულ კლუბთან ერთად მან ვიცე-ჩემპიონობაც იზეიმა.

მადრიდული კლუბის ვებგვერდი ფანცულაიას ფიზიკურად ძლიერ ფეხბურთელად ახასიათებს.

ასევე დაგაინტერესებთ