დანი სებალიოსი შეიძლება "რეალში" დარჩეს

AutoSharing Option
ნახევარმცველი დანი სებალიოსი შეიძლება "რეალში" დარჩეს.

"რეალის" ხელმძღვანელობაზე შთაბეჭდილება მოახდინა სებალიოსის ახალგაზრდულ ევროპირველობაზე თამაშმა, სადაც ის ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს.

ცოტა ხნის წინ დანის გუნდიდან წასვლა გარდაუვლად მოჩანდა, მის შემცვლელს მადრიდული კლუბი საზღვარგარეთ ეძებდა, მაგრამ იაფად ვერ მოიძია.

ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას "ბლანკოსი" ამერიკული ტურნეს შემდეგ მიიღებს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სებალიოსის სამსახურით "მილანი" და "ტოტენჰემი" არიან დაინტერესებულნი.

გასულ სეზონში ლა ლიგის 23 მატჩში სებალიოსმა 3 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული