As: "ბარსელონამ" პსჟ-ს ნეიმარში კოუტინიო, დემბელე და კიდევ 40 მილიონი შესთავაზა

AutoSharing Option
"ბარსელონა" პსჟ-დან თავდამსხმელ ნეიმარის დასაბრუნებლად ყველა ღონეს ხმარობს.

კლუბები მოლაპარაკებას აწარმოებენ, მაგრამ არა პირდაპირ, არამედ შუამავლების მეშვეობით.

As-ის ბარსელონელი ჟურნალისტი სანტი ხიმენესი ამტკიცებს, რომ "ბარსამ" პსჟ-ს ნეიმარში კოუტინიო, დემბელე და კიდევ 40 მილიონი ევრო შესთავაზა.

თუმცა პარიზული კლუბის პრეზიდენტი ნასერ ელ ჰელაიფი ტრანსფერში ფეხბურთელების ჩართვის წინააღმდეგია და 300 მილიონს ითხოვს.

ამხელა თანხა კი "ბარსელონას" არ გააჩნია - ეგ კი არადა, ანტუან გრიზმანის შესაძენად ბანკში სესხი აიღო.

ისე, პრაქტიკული თვალსაზრისით, "პ
არი სენ ჟერმენისთვის" ნეიმარის გუნდში ძალით დატოვება გაუმართლებელია, რადგან დიდ სარგებელს არ მოუტანს და "ბარსელონას" შეთავაზება სულაც არაა ურიგო.