მარცხი "ბაიერნთან" და ჯეიმს ჰარდენი "რეალის" გასახდელში [VIDEO]

AutoSharing Option
მადრიდის "რეალმა" კანადურ-ამერიკულ ტურნეში პირველი შეხვედრა გამართა და მიუნხენის "ბაიერნთან" დამარცხდა: 1:3.  ანგარიში პირველ ტაიმში ტოლისომ გახსნა. შემდეგ რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა. სხვაობა ანგარიშში 3-მდე გნაბრიმ გაზარდა. ხოლო, 84-ე წუთზე "მადრიდელთა ახალწვეულმა როდრიგომ ულამაზესი საჯარიმო დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მადრიდის "რეალი" - მიუნხენის "ბაიერნი" 1:3

თუმცა, დღე მადრიდელებისთვის ამით არ დასრულებულა. თამაშის შემდეგ "რეალის" გასახდელს NBA-ის ვარსკვლავი ჯეიმს ჰარდენი ეწვია და ფეხბურთელებთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო. "თეთრების" მოთამაშეები წაგებით დამწუხერებულები არ ჩანდნენ.

ჯეიმს ჰარდენი მადრიდის "რეალის" გასახდელში
მადრიდელები საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე შემდეგ
შეხვედრას 24 ივლისს ლონდონის "არსენალის" წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი თბილისის დროით 03:00 საათზე დაიწყება.