გარეთ ბეილის აგენტი: ზინედინ ზიდანი სამარცხვინოა

AutoSharing Option
"რეალის" მწვრთნელს, ზინედინ ზიდანს თავდამსხმელ გარეთ ბეილის თავიდან მოშორება უნდა და ცდილობს, როგორმე გაყიდოს. ამასთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ უელსელის ტრანსფერზე მუშაობს და რაც მალე დატოვებს გუნდს, მით უკეთესი იქნება ყველასთვის.

ბეილის აგენტმა ჯონათან ბარნეტმა კი ზიდანს სამარცხვინო უწოდა, რადგან მისი თქმით, იმ ფეხბურთელს პატივს არ სცემს, რომელმაც გუნდისთვის ამდენი გააკეთა.

გარეთი "ბლანკოსის" დატოვებას არ აპირებს, თუ რომელიმე გრანდი კლუბი არ წაიყვანს და მაღალ ხელფასს არ შეუნარჩუნებს.

ლაპარაკია "ბაიერნზე", "მანჩესტერსა" და "ტოტენჰემზე", თუმცა არც სიურპრიზია გამორიცხული.

ასევე დაგაინტერესებთ