"ბარსელონა" ლეო მესის კონტრაქტის 2023 წლამდე გაგრძელებას შესთავაზებს - ვადის ბოლოს ის 36 წლის იქნება

AutoSharing Option
ESPN-ის ცნობით, "ბარსელონა" თავდამსხმელ ლეო მესის კონტრაქტის 2023 წლამდე გაგრძელებას შესთავაზებს.

მესის კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და თუ გაახანგრძლივა, ეს "ბარსასთან" გაფორმებული მეათე ხელშეკრულება იქნება.

კლუბის პრეზიდენტი ჟოზეპ ბარტომეუ მზადაა, მესის მამასთან მოლაპარაკება დაიწყოს, რომელიც თავისი შვილის აგენტია. მესის კონტრაქტში ოფციაა, რომლის მიხედვით, თანამშრომლობის 2022 წლამდე ავტომატურად გაგრძელებაა შესაძლებელი, მაგრამ ბარტომეუს უნდა, 2023 წლამდე გაახანგრძლივოს.

ბარტომეუ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად მესის შემადგენლობის გაძლიერებას დაჰპირდება.

მესი მთელი კარიერის მანძილზე მხოლოდ "ბარსელონაში" თამაშობს. მისი დებიუტი 2004 წელს შედგა და 687 მატჩში
603 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ლ ე გ ე ნ დ ა! ბრწყინვალე ფეხბურთელი! მაგარი ადამიანი! აგერ ტოკიოში რეკორდი მოხსნეს მესის მაისურზე, ყველაზე გაყიდვადი. ასეა ყველგან უყვართ გენიოსი! მოდი და ნუ გეყვარება ასეთი ფეხბურთელი.
ქართველი1
23 ივლისი 2019 12:01
0
გენაცვალე მესი! შენნაირი ფეხბურთელი არ ეყოლება დიდი ხანი ფერბურთს. არ დამიწყოთ ესლა ზედმეტები, მაინც არ მივიღებ არავის აზრს! წყალი არ გაუვა!
ტყვილად არ შეწუხდეთ.
23 ივლისი 2019 11:21
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული