"ბარსელონა" ლეო მესის კონტრაქტის 2023 წლამდე გაგრძელებას შესთავაზებს - ვადის ბოლოს ის 36 წლის იქნება

AutoSharing Option
ESPN-ის ცნობით, "ბარსელონა" თავდამსხმელ ლეო მესის კონტრაქტის 2023 წლამდე გაგრძელებას შესთავაზებს.

მესის კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და თუ გაახანგრძლივა, ეს "ბარსასთან" გაფორმებული მეათე ხელშეკრულება იქნება.

კლუბის პრეზიდენტი ჟოზეპ ბარტომეუ მზადაა, მესის მამასთან მოლაპარაკება დაიწყოს, რომელიც თავისი შვილის აგენტია. მესის კონტრაქტში ოფციაა, რომლის მიხედვით, თანამშრომლობის 2022 წლამდე ავტომატურად გაგრძელებაა შესაძლებელი, მაგრამ ბარტომეუს უნდა, 2023 წლამდე გაახანგრძლივოს.

ბარტომეუ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად მესის შემადგენლობის გაძლიერებას დაჰპირდება.

მესი მთელი კარიერის მანძილზე მხოლოდ "ბარსელონაში" თამაშობს. მისი დებიუტი 2004 წელს შედგა და 687 მატჩში
603 გოლი გაიტანა.