მარკო ასენსიომ შესაძლოა მომდევნო სეზონი გამოტოვოს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა მარკო ასენსიომ საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ფარგლებში ლონდონის "არსენალთან" გამართულ მატჩში სერიოზული ტრავმა მიიღო და შესაძლოა, მომდევნო სეზონი გამოტოვოს.

Marca-ს მიხედვით, ესპანელმა ფეხბურთელმა ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და ძალიან დიდი დრო გაუცდება, სავსებით შესაძლებელია, რომ 2019/20 წლების სეზონში ვერც ითამაშოს. ზუსტი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

"რეალსა" და "არსენალს" შორის მერილენდში გამართული შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მარკოს ასენსიომ ამ თამაშში გოლი გაიტანა, ხოლო მადრიდელებმა პენალტების სერიაში მოიგეს.