სერხიო რამოსი "ატლეტიკოსთან" 3:7-ით მარცხზე: ჩავისვარეთ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მცველმა სერხიო რამოსმა "ატლეტიკოსთან" (3:7) საერთაშორისო ჩემპიონთა თასის მატჩში წაგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"საშინელი გრძნობაა. სეზონი სულ ახლახან დავიწყეთ. ამხანაგური მატჩები იმისთვის არის საჭირო, რომ ფორმაში შეხვიდე. ჩევნ ეს მატჩი ამხანაგურად აღვიქვით, მათ კი არა. ანგარიში საკმაოდ დიდია. ჩავისვარეთ. ყველანაირად შეგიძლია წააგო, მაგრამ ასე არა.

საშინელი პირველი ტაიმის შემდეგ ჩვენი ამოცანა იყო დაგვევიწყებინა პირველი ტაიმი და მერე შეგვეცადა მეორე ტაიმი მოგვეგო. ყოველ შემთხვევაში ეს მაინც გავაკეთეთ. თუმცა მაინც ძალიან ცუდი შედეგი მივიღეთ.

ჩვენი ამბიციები უცვლელი რჩება. ბევრი რამე მოვიგეთ,
მაგრამ ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. ყველაფერს ახლიდან დავიწყებთ, ჯერ ძალიან ადრეა დასკვნების გამოსატანად. მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და კარგი განწყობა შევინარჩუნოთ.

ისეთები ვართ, როგორებიც ვართ და ისე ვითამაშებთ, როგორც ამას მწვრთნელი მოისურვებს. გუნდის მჯერა", - თქვა რამოსმა "მარკასთან" საუბარში.

მკითხველის კომენტარები / 1 /
არ გამოვა თქვენგან არაფერი არა.
გულშემატკივარი
11:39 28-07-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული