ედენ აზარი შეკრებაზე ზედმეტი 7 კილოგრამით მივიდა

AutoSharing Option
შვებულებისას ბელგიელ ნახევარმცველს, ედენ აზარს წონაში გვარიანად მოუმატია.

კატალონიური "სპორტის" ცნობით, ფეხბურთელი "რეალის" ამერიკულ შეკრებაზე 7 კილოგრამი ზედმეტი წონით გამოცხადდა.

გამოცემის მტკიცებით, აზარის შეძენა "სამეფო კლუბის" პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს არ უნდოდა და გუნდის მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის თხოვნით იყიდა.

"რეალმა" "ჩელსისგან" ედენი 120 მილიონ ევროდ შეიძინა, კიდევ 20 მილიონი ბონუსების სახით გადაუხადა და ეს "ბლანკოსის" ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერია.

გასულ სეზონში მან "არისტოკრატებში" 52 მატჩში 21 გოლი და 17 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს რა ღორი ყოფილა 7 კილოგრამი რა ამბავია.ამ კუჭის მონით აპირებენ რონალდუს შეცვლას?
თემო
21:52 29-07-2019
2

სიახლეები პოპულარული