"რეალი" პსჟ-ს ნეიმარში რამდენიმე ფეხბურთელის გაცვლას სთავაზობს

AutoSharing Option
ამ ინფორმაციას Sky Sport Italia ავრცელებს - "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა პსჟ-ს თავდამსხმელ ნეიმარის ხელში ჩაგდება გადაწყვიტა.

გამოცემის მტკიცებით, პერესს უნდა უფულოდ გაჩარხოს ნეიმარის ტრანსფერი. კერძოდ, ის პარიზულ კლუბს ბრაზილიელ ფორვარდში ნახევარმცველ ლუკა მოდრიჩის და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის გაცვლას შესთავაზებს.

დაკონკრეტებული არ არის სხვა მოთამაშეების გვარები, მაგრამ მათ თურმე "პარი სენ ჟერმენში" გადასვლა არ უნდათ.

მოკლედ, პერესს სურს, თან ფული არ დახარჯოს, თან ნეიმარი თავის გუნდში გადაიყვანოს და თან არასასურველი ფეხბურთელები თავი
დან მოიცილოს.

თავად ნეიმარი იძულებული გახდა პსჟ-ს იაპონიაში წაჰყოლოდა და დღეს კლუბის სპორტულ დირექტორს, ლეონარდოს არ მიესალმა.