დიეგო სიმეონე: "რეალს" სათამაშო სტილი არ გააჩნია

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ La Nacion-თან საუბარში განაცხადა, რომ მადრიდის "რეალს" სათამაშო სტილი არ აქვს.

"როცა კლუბში მუშაობას იწყებ, ყველაზე მნიშვნელოვანი მისი ისტორიის გაცნობაა. თუ არ გეცოდინება კლუბის ისტორია, მომავალში რთული დრო გელოდება. თუ კი ვერ ვგრძნობ კლუბის არსს, მე მის გაწვრთნას არ დავიწყებ. სათამაშო სტილი გუნდის ისტორიასთან შეხამებით უნდა შექმნა, ამასთანავე საკუთარი თვისებები უნდა შეინარჩუნო.

"აიაქსს" აქვს თავისი გამოკვეთილი სკოლა, ეს მათი სტილია. "ბარსელონას" აქვს სტილი, "იუვენტუსსაც, როგორც "ატლეტიკოს". აი მადრიდის "რეალს" სტილი არ გააჩნია. მათი სტილი
ფეხბურთელების მიხედვით იცვლება. არიან გუნდები, მაგალითად გვარდიოლას "სიტი", რომელსაც ისტორია არ აქვს, მაგრამ მას გვარდიოლა უქმნის საკუთარ გზას. ვნახოთ, ვიტყვით თუ არა, რომ "მანჩესტერ სიტის" საკუთარი სათამაშო სტილი აქვს"- თქვა ჩოლომ.

რამდენიმე დღის წინ მადრიდის "ატლეტიკომ" ამხანაგურ ტურნირზე "რეალი" 7:3 დაამარცხა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
დიეგო, ჯერ კრიშტიანოსი გამოიღე და მერე აკრიტიკე სხვები.
saso
13:33 19-08-2019
0
ბარსელონას სტილია ყოველ წელიწადს 500 მილიონი დახარჯოს ტრანსფერებში მაგრამ ლიგა წააგოს.გვარდიოლას სტილია მოსაწყენი ფეხბურთი ტიკიტაკი და ლიგა ვერ მოიგოს.
მთავარია შედეგი
07:12 06-08-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული