Sport.es: ნეიმარი "ბარსელონაში" იჯარით გადავა

AutoSharing Option
კატალონიური "სპორტის" მტკიცებით, თავდამსხმელი ნეიმარი "ბარსელონაში" დაბრუნდება.

გამოცემის ცნობით, პსჟ ნეიმარს ერთწლიანი იჯარით გაუშვებს და გაისად "ბარსას" მისი კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება ექნება. მხარეები ამჟამად მოლაპარაკებას ასრულებენ და ამის შესახებ ოფიციალურად კვირის ბოლომდე გამოაცხადებენ.

მოკლედ, თუ Sport.es-ს დავუჯერებთ, ნეიმარმა თავისას მიაღწია და მალე ისევ კატალონიური გუნდის ღირსებას დაიცავს.

პსჟ-მა ნეიმარი 2017 წელს 222 მილიონ ევროდ შეიძინა, გასულ სეზონში კი 28 მატჩში 23 გოლი და 13 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული