11 აგვისტოს "რეალი" ამხანაგურ მატჩში "რომასთან" თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა.
შეხვედრის ძირითადი დრო 2:2 დასრულდა, პენალტების სერიაში კი "ჯალოროსიმ" 5:4 იმარჯვა.
რომი. "ოლიმპიკო"
რომა - რეალი 2:2 (პენ 5:4)
გოლები: 0:1 მარსელო (16), 1:1 პეროტი (34), 1:2 კაზემირო (39), 2:2 ჯეკო (40)
რომა: ლოპესი, ფასიო, ფლორენცი (სპინაცოლა 63), კოლაროვი, ჟეზუსი, კრისტანტე, პელეგრინი (დიავარა 62), ძანოლო (ანტონუჩი 76), უნდერი, პეროტი (კლუივერტი 67), ჯეკო (შიკი 76)
რეალი: კურტუა, კარვახალი (ოდრიოსოლა 62), ვარანი, მილიტაო, მარსელო, მოდრიჩი, ვალვერდე (ვინისიუსი 46), აზარი (ისკო 71), კაზემირო (კროოსი 62), ნაჩო (იოვიჩი 46), ბენზემა (ბეილი 61)
ამით "ბლანკოსმა" მოსამზადებელი ეტაპი დაასრულა და 17 აგვისტოს ლა ლიგის პირველ ტურში ვიგოში "სელტას" დაუპირისპირდება.