"ბარსელონამ" ახლად შეძენილი მეკარე მინიმუმ 5 კვირით დაკარგა

AutoSharing Option
"ბარსელონას" მეკარე ნეტო ლაზარეთში მოხვდა, - იტყობინება Mundo Deportivo.

გამოცემის მტკიცებით, 30 წლის მეკარეს მარცხენა ხელის მაჯის ძვალი აქვს მოტეხილი.

გამოჯანმრთელებისთვის ნეტოს მინიმუმ 5 კვირა სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონამ" ნეტო "ვალენსიასგან" ამ ზაფხულს 26 მლნ ევროს სანაცვლოდ შეიძინა. გარდა ამისა, "ღამურებმა" შესაძლოა ბონუსების სახით 9 მლნ ევროც მიიღონ.