ნეიმარის იურისტი დღეს "ბარსელონას" ოფისში იმყოფებოდა

AutoSharing Option
პსჟ-ის თავდამსხმელ ნეიმარის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება და მოდით, მხოლოდ ფაქტებით ვისაუბროთ.

მას არ უნდა პარიზულ გუნდში დარჩენა და მას შემდეგ, რაც გუშინ "პარკ დე პრენსზე", საფრანგეთის ჩემპიონატის პირველ ტურში "ნიმთან" მატჩისას შეურაცხყოფა მიაყენეს და მისმა დამ საკადრისად უპასუხა, "პარი სენ ჟერმენში" ვეღარ დარჩება. პსჟ-ის საკლუბო მაღაზიებიდან გაყიდვიდან უკვე ამოიღეს ნეის მაისურები.

პარიზული გუნდის მწვრთნელმა ტომას ტუხელმა განაცხადა, რომ ძალიანაც არ უნდა შეელიოს ნეიმარს, მაგრამ ეს მასზე არაა დამოკიდებული და მოლაპარაკება ფეხბურთელს, პსჟ-სა და ერთ კლუბს შორის მიმდინარეობს. მან არ
დააკონკრეტა ამ კლუბის ვინაობა.

კატალონიური "სპორტი" კი "ბარსას" ოფისში ბრაზილიელი ფორვარდის იურისტის, ხუან დე დიოს კრესპოს ვიზიტის ფოტოს აქვეყნებს, რომელმაც კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

ნეიმარის სამსახურით "რეალიცაა" დაინტერესებული და თქვენ წარმოიდგინეთ, რა ამბავი ატყდება, თუ ეს ტრანსფერი განხორციელდა - ლუიშ ფიგუს "ბლანკოსში" სკანდალურად გადასვლა მონაგონი იქნება.