ნეიმარის ტრანსფერში მესიც ჩაერთო - რა ურჩია ლეომ ბრაზილიელს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ გადაწყვიტა, ნეიმარის დაუსრულებელ ტრანსფერში ჩართულიყო და თავის ბრაზილიელ მეგობარს მისწერა, "რეალში" არ გადასულიყო.

უკვე შევეჩვიეთ, რომ ნეიმარის ტრანსფერის შესახებ ყოველდღე ახალი ინფორმაცია ვრცელდება და გამონაკლისი არც 13 აგვისტოა. marca-ს ცნობით, მესიმ, რომელიც ნეიმარის ძალიან ახლო მეგობარია, "რეალში" წასვლის ნაცვლად, "ბარსაში" დაბრუნება ურჩია.

ნეიმარს არასდროს დაუმალავს, თუ რამდენად დიდი როლი აქვს მესის მის განვითარებაში. ასევე, ცნობილია, რომ მესიმ ყველაფერი სცადა, 2 წლის წინ ნეიმარი პსჟ-ში რომ არ გადასულიყო, თუმცა არაფერი გამოუვიდა. ახლა კი არგენტინელი ცდილობს, თავისი მეგობარი
ყველაზე მნიშვნელოვანი მეტოქე გუნდის წევრი არ გახდეს.

ვნახოთ, რა გამოუვა მესის, აჯობებს თუ არა ფლორენტინო პერესს. მოვლენები ისეთი სისწრაფით იცვლება, რომ გამორიცხული არაფერია.

მკითხველის კომენტარები / 4 /
სამი ბრწყინვალე ვარსკვლავი!
იფ!
11:50 14-08-2019
0
ღმერსა ვთხოვ ასეთი "მახინჯები" ქართველებს გვყვავდეს!
ვაააა რა მაგარი იქნებოდა!
11:49 14-08-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული