ცუდი ამბავი "რეალის" ფანებისთვის - გუნდის ვარსკვლავმა ტრავმა მიიღო

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ახალწვეულმა ედენ აზარმა ვარჯიშის დროს ბარძაყის ტრავმა მიიღო და მისი გამოჯანმრთელების ვადები ჯერ ცნობილი არ არის.

აზარს ვარჯიშის შემდეგ გამოკვლევა ჩაუტარდა და პასუხებმა სწორედ ბარძაყის ტრავმა აჩვენა. 28 წლის ბელგიელი ფეხბურთელი გარკვეული დროით სავარჯიშო პროცესს ჩამოშორდა.

შეგახსენებთ, მადრიდის "რეალმა" ედენ აზარი ლონდონის "ჩელსისგან" ამ ზაფხულს შეიძინა 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ. აზარმა უკვე რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა "რეალის" მაისურით და 1 გოლის გატანაც მოახერხა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ეგრე იცის ყოველდღე ხინკლის და მწვადის ჭამამ.
gaga
17 აგვისტო 2019 11:14
0
მაგრად იყო ჩაკურატებული და ესეც შედეგი...ძაიან ცუდად დაიწყო:(
emigranti
17 აგვისტო 2019 01:39
0
ამ რეალის ფეხბურთელებს რა ემართებათ ამდენ ტრამვებს, რომ იღებენ? არცერთი გუნდი არ არის ამისგან დზღვეული, მაგრამ რეალში უკვე ნამეტანია.
ვასკა
16 აგვისტო 2019 18:19
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული