ზინედინ ზიდანი: ამიერიდან გარეთ ბეილს გამოვიყენებ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონში გარეთ ბეილის იმედი აქვს.

არადა ადრე ზიდანი ამბობდა, რომ სჯობ უელსელმა კლუბი დატოვოს.

"ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ბეილი კლუბს დატოვებდა, მაგრამ ახლა ის ჩვენთან ერთად არის. ამიერიდან მე მას გამოვიყენებ. ყველა ფეხბურთელს გამოვიყენებ, ვინც გუნდშია. გარეთს საკუთრი ადგილი აქვს, ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. იმედია ყველა ფეხბურთელი მაქსიმუმს გააკეთებს და შემადგენლობის არჩევის პროცედურას გამირთულებს", - ციტირებს ფრანგის სპეციალისტის ისტყვებს Sky Sports.

ბეილის კონტრაქტი "რეალთან" 2022 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი. გასულ სეზონში 30
წლის ფეხბურთელმა 42 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
გარეთ თუ ბეილს გამოიყენებს, მაშ სახლში ვიღას ათამაშებს?
ჰოპლა
15:40 17-08-2019
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული