არა მესი, არა სუარესი, არა ნეიმარი - "ბარსელონა" გრიზმანის იმედადაა

AutoSharing Option
ერთობ მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა "ბარსელონა" - ლიდერი ლეო მესი ტრავმის გამო გუნდს დაახლოებით ერთი თვე ვერ დაეხმარება, ლა ლიგას პირველ ტურში ტრავმა მიიღო თავდამსხმელმა ლუის სუარესმა და მასაც ამდენივე ხანი გაუცდება, გულშემატკივრები პსჟ-დან ფორვარდ ნეიმარის დაბრუნებას ითხოვენ, მაგრამ ამას კატალონიური კლუბი ჯერჯერობით ვერ ახერხებს.

ახლა მთელი იმედები "ატლეტიკოდან" შეძენილ ანტუან გრიზმანზეა, რომელმაც "ბილბაოსთან" 0:1 წაგებულ შეხვედრაში თავი ვერაფრით ვერ წარმოაჩინა - სამჯერ დაარტყა ბურთი, ორჯერ კარს ააცილა, ერთხელ კი დაუფარეს.

მის შესახებ "ბარსას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ისაუბრა.

"როდესაც ცაცია მარცხენა ფლანგზე
თამაშობს, ყველაფერი წესრიგშია. გრიზმანი საჯარიმოსთან ძალიან სასარგებლოა, რადგან შეტევებს კარგად ასრულებს. სივრცეს ქმნის, მაგრამ გუნდის ნაწილი უნდა იყოს.

ვიცით, თუ მარცხენა ფრთაზეა, ყოველთვის დიაგონალურ შერბენებს აკეთებს. ყველაზე მთავარია, თამაშში ჩაერთოს", - ციტირებს ვალვერდეს Goal.com-ი.

"ბარსელონას" მცველმა ჟერარ პიკემ თავი დაიმშვიდა, სეზონის ბოლოს დამარცხებას, ახლა წაგება სჯობიაო, თუმცა თუ სტარტი ჩაუვარდათ, შემდეგ დანაკლისის ანაზღაურება გაუჭირდებათ. მით უმეტეს, პირველ ტურში კაცნაკლულმა "რეალმა" ვიგოში დამაჯერებლად მოუგო "სელტას" (3:1).

"ბარსელონა" მეორე ტურში, 25 აგვისტოს "ბეტისს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ამის თAრსი ...
sptfu
05:18 18-08-2019
1
ატლეტიკომ ძაან მოიგო ამის წასვლით, გამოწურული ვარსკვლავი ძვირად შეტენა ბარსას და ამის ნახევარ ფასში იყიდის სხვას ვისაც 1-2 წელში ამ დონეზე აიყვანს.
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული