"რეალმა" სატურნირო ცხრილში "ბარსელონას" 818 დღის შემდეგ პირველად გაასწრო

AutoSharing Option
"რეალმა" ლა ლიგას პირველ ტურში "სელტას" 3:1 მოუგო, "ბარსელონა" კი "ბილბაოსთან" 0:1 დამარცხდა და თუმცა ჯერ ადრეა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ფაქტია - სატურნირო ცხრილში "ბარსელონაზე" წინ აღმოჩნდა, რაც უკანასკნელად 818 დღის წინ მოხდა.

ბოლოს "რეალი" სატურნირო ცხრილში "ბარსელონზე" წინ 2016/2017 წლების სეზონის ბოლოს იყო და მაშინ ჩემპიონი გახდა.

მას შემდეგ "რეალი" სატურნირო ცხრილში რამდენიმეჯერ გაუთანაბრდა "ბარსელონას", მაგრამ არასოდეს არ გაუსწრია.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული