"სანტოსის" ექსპრეზიდენტი: ნეიმარი "რეალში" რომ არ გადასულიყო, მის მამას 1 მილიონი მივეცით

AutoSharing Option
"სანტოსის" ყოფილმა პრეზიდენტმა მარსელო ტეიშეირამ განმარტა, თუ რატომ არ გადავიდა თავდამსხმელი ნეიმარი 2006 წელს "რეალში".

"ნეიმარი გალაკტიკოსის პერიოდიდან "რეალით" აღფრთოვანებული იყო. ნეიმარის გუნდში დასარჩენად მის მამას 1 მილიონი დოლარი შევთავაზეთ. ადვილად დაგვთანხმდა.

კლუბის მმართველობაში ყველანი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ჭკუაზე შევიშალე, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცოდით, ის განსაკუთრებული ფეხბურთელი იყო. მისი შენარჩუნება მნიშვნელოვანი იყო.

ეს რთული გადაწყვეტილება გახლდათ, რომელიც ერთპიროვნულად უნდა მიმეღო და საბოლოო ჯამში, მართებული აღმოჩნდა. "რეალთან" მოლაპარაკება არ გვიწარმოებია. შედეგად, მადრიდულ კლუბთან ურთიერთობა გაგვიფუჭდა", - ციტირებს ტეიშეირას AS-ი.

ასევე დაგაინტერესებთ