"ბარსელონას" თავდამსხმელმა უსმან დემბელემ ლა ლიგის პირველ ტურში "ბილბაოსთან" მატჩში ტრავმა მიიღო.
დემბელემ მარცხენა მუხლქვეშა მყესის ტრავმა მიიღო და 5 კვირა მოუწევს უქმობა.
გასულ სეზონში მან პრიმერას 29 მატჩში 8 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.
შეგახსენებთ, ტრავმების გამო დაახლოებით ერთი თვე ვერ დაეხმარებიან "ბარსას" ლეო მესი და ლუის სუარესი.
25 აგვისტოს, ესპანეთის ჩემპიონტის მეორე ტურში "ბარსელონა" "ბეტისს" უმასპინძლებს.