სერხიო რამოსი: ნეიმარი მსოფლიოს ტოპ 3 ფეხბურთელს შორის შედის

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მცველმა და კაპიტანმა სერხიო რამოსმა საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა პსჟ-ს ვარსკვლავი ნეიმარის შესახებ, რომლის საკუთარ გუნდში გადმოყვანასაც ძალიან ცდილობს მადრიდელთა პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი.

"ნეიმარი უმაღლესი დონის ფეხბურთელია. ის მსოფლიოს 3 საუკეთესო ფეხბურთელს შორისაა. შესაძლო ტრანსფერებზე საუბარი ეს დიადი კლუბის მიმართ უპატივცემულობა იქნებოდა. მსგავსი საკითხები მუდმივად განიხილება "რეალთან" დაკავშირებით, თან სატრანსფერო ფანჯარა სანამ ღიაა. ფეხბურთელები ასეთ ამბებში არ უნდა ჩაერიონ,"- გადმოსცემს რამოსის სიტყვებს goal.com.

ნეიმარი "რეალის" დაუძინებელი მტრის, "ბარსელონას" რიგებში 2013-2017 წლებში თამაშობდა. ახლა კი, არსებობს შესაძლებლობა ბრაზილიელი ფორვარდი მადრიდული
კლუბის ფეხბურთელი გახდეს.

ასევე დაგაინტერესებთ