გრიზმანმა "კამპ ნოუ" დუბლით გაახარა, "ბარსელონამ" დამაჯერებელი გამარჯვებით [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
25 აგვისტოს, ლა ლიგის მეორე ტურში "ბარსელონამ" 5:2 მოუგო "ბეტისს".

"ბარსელონას" ტრავმების გამო მესი, სუარესი და დემბელე ვერ დაეხმარნენ და ანგარიში სტუმრებმა გახსნეს - თავი ახლახან "ლიონიდან" გადაყვანილმა ფეკირმა გამოიჩინა. პირველი ტაიმის ბოლოს საპასუხო გოლი გრიზმანმა გაიტანა, რომელიც შეხვედრის წინ მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ გააკრიტიკა.

მეორე ტაიმში "ბარსა" შეუჩერებელი იყო: ჯერ გრიზმანმა დუბლი შეასრულა, მერე პერესმა, ალბამ და ვიდალმაც დალაშქრეს მარტინის კარი, ერთი გოლი კი სევილიელთაგან მორონმა გაიტანა.

კატალონიურ გუნდში დებიუტი ჰქონდა 16 წლის ფატის, რომელმაც თავი კარგი ტექნიკით დაგვამახსოვრა.

პიკემ
"ბარსაში" მე-500 მატჩი ჩაატარა.

"ბლაუგრანამ" მესისა და სუარესის გარეშე პირველად იმარჯვა - აქამდე მათ გარეშე სამჯერ ითამაშა, ორჯერ ფრეს დასჯერდა, ერთხელ კი დამარცხდა.


ბარსელონა. "კამპ ნოუ". 79 159 მაყურებელი
ბარსელონა - ბეტისი 5:2
გოლები: 0:1 ფეკირი (15), 1:1 გრიზმანი (41), 2:1 გრიზმანი (50), 3:1 პერესი (56), 4:1 ალბა (60), 5:1 ვიდალი (77), 5:2 მორონი (79)

ბარსელონა: ტერ შტეგენი, ლანგლე, პიკე, სემედუ, რობერტო, რაფინია (ფირპო 81), დე იონგი, პერესი (ფატი 78), ბუსკეტსი (ვიდალი 74), ალბა, გრიზმანი

ბეტისი: მარტინი, ბარტრა, სიდნეი, ემერსონი, პედრასა, გუარდადო (ხოაკინი 62), კარვალიო, ტელო (კაპტოუმი 61), კანალესი (ლაინესი 75), ფეკირი, მორონი
მკითხველის კომენტარები / 3 /
რაღაც არ მესმის გრიზმანის კრიტიკოსების ხმაა გამოწურული ვარსკვლავიაო ტყუილა ას მილიონებს არავინ იხდის და გრიზმანის კრიტიკოსებო ეს გრიზმანი იყო ბარსა რომ გამოაგდო ჩემპიონთა ლიგიდან კარგად გაიხსენეთ...ბარსელონას სწორედ ასეთი ფეხბურთელი ჭირდებოდა დაღვინებული და არა დემბელესნაირი ყმაწვილი რომელიც თავისი უაზრო საქციელებისდაგამო ამხელა ნიჭს კარგავს...
სიმართლე
11:32 26-08-2019
0
ბიჭებმმა კარგად ითამაშეს. გრიზი კარგი იყო. წინ ბარსა! მესი მოდი მალე.
vaska
10:42 26-08-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული