ზინედინ ზიდანი: მეტოქემ ორივე შეტევა გამოიყენა

AutoSharing Option
ლა ლიგის მეორე ტურში, "ვილიარეალთან" ნამატჩევს (2:2) კომენტარი "რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გააკეთა:

"მეტოქემ ორი შეტევა განახორციელა და ორი გოლი გაიტანა. ასეთი რამ ხდება და ჩვენ ამაზე მუშაობა გვმართებს. უკეთ უნდა ვითამაშოთ დაცვაში და მოვუმატოთ. ვიცით, რა უნდა მოვიფიქროთ დაცვაში. პოზიტიური მომენტია, რომ რეაგირება მოვახდინეთ და არ დავმარცხდით.

რაც შეეხება რამოსის შეცდომას, ასეთი რამ ფეხბურთში ხდება. თუ სასტარტო 15 წუთს არ მივიღებთ მხედველობაში, როდესაც მოედანზე, ფაქტობრივად, არ ვიყავით, კარგი მატჩი ჩავატარეთ. როდესაც ორ გოლს უშვებ, ძალიან მნიშვნელოვანია თამაშში დაბრუნება, მაგრამ
მეტი გოლის გატანაა საჭირო.

ჩვენი გეგმა იმაში მდგომარეობდა, რომ ვიცოდით "ვილიარეალის" პრობლემა - მათ საჯარიმოში ბურთის ჩაწოდებისას თამაში უჭირთ. ამიტომ დავაყენე შეტევაში იოვიჩი და ბენზემა", - ციტირებს ზიდანს "მარკა".