"ბარსელონამ" რაფინია "სელტაში" დააბრუნა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველი რაფინია ალკანტარა "სელტაში" გადავიდა.

26 წლის ფეხბურთელს "ბარსამ" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე გაუგრძელა და "სელტაში" გაანათხოვრა.

ერთი სეზონის განმავლობაში "სელტა" რაფინიას 1.5 მილიონ ევროს გადაუხდის, გაისად კი მისი კონტრაქტის 15 მილიონად გამოსყიდვის უფლება ექნება.

რაფინია ვიგოური გუნდის ღირსებას 2013/14 წლების სეზონში იცავდა, გასული სეზონის მნიშვნელოვანი ნაწილი კი ტრავმის გამო გაუცდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული