"თუ ის ოდესმე მოისურვებს მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნებას, სიხარულით დავუთმობ"

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მორენომ ნაკრების ყოფილ თავკაცს, ლუის ენრიკეს მხარდაჭერა გამოუცხადა, რომელსაც 9 წლის ქალიშვილი გარდაეცვალა.

"ლუისს ჩემს მეგობრად ვთვლი და მეგობრობა ყველაფერზე მაღლა დგას. თუ ის ოდესმე მოისურვებს მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნებას, სიხარულით დავუთმობ ადგილს და მასთან ერთად ვიმუშავებ. ეს რთული კვირა იყო. ესპანეთის ნაკრებთან ერთად ვეცდებით, მცირე სიხარული მაინც ვაჩუქოთ. ეს ერთადერთი რამ არის, რისი გაკეთებაც შეგვიძლია", - ციტირებს მორენოს Sport-ი.

ივნისში ენრიკემ ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

ასევე დაგაინტერესებთ