ლუი ვან გაალი: დე იონგს "ბარსელონაში" სწორად არ იყენებენ

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილ მწვრთნელს, ლუი ვან გაალს მიაჩნია, რომ კატალონიური გუნდი ნახევარმცველ ფრენკი დე იონგს არასწორად იყენებს.

"დე იონგს კარგად ვიცნობ, ვიცნობ მის ტალანტს და მიმაჩნია, რომ მის ნიჭს სწორად არ იყენებენ, - ციტირებს ვან გაალს "მარკა".

დე იონგი ჰოლანდიაში საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს, ივლისში კი "აიაქსიდან" "ბარსაში" გადავიდა.

მან ლა ლიგის სამივე მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა ჯერ თავი არ გამოუჩენია.

ასევე დაგაინტერესებთ