El Pais-ის ცნობით, თავდამსხმელ ლეო მესის კონტრაქტით უფლება აქვს, ყოველი სეზონის ბოლოს დატოვოს "ბარსელონა".
მესის ხელშეკრულებაში პუნქტია შეტანილი, რომლის მიხედვით, შეუძლია გუნდიდან წავიდეს, ოღონდ კლუბის ხელმძღვანელობა წინასწარ უნდა ჩააყენოს საქმის კურსში.
გამოცემის მტკიცებით, ასეთივე კონტრაქტები ხავის და ანდრეს ინიესტას ჰქონდათ.
მესი "ბარსას" სისტემაში 2000 წლიდანაა და კატალონიურ გუნდთან ერთად ოთხჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.