მესი და სუარესი "ვალენსიასთან" მატჩისთვის შეიძლება მწყობრში ჩადგნენ

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელები ლეო მესი და ლუის სუარესი "ვალენსიასთან" მეოთხე ტურის მატჩისთვის შეიძლება მწყობრში ჩადგნენ.

ყველაზე გვიან სუარესმა გუნდთან ერთად ვარჯიში ოთხშაბათს უნდა დაიწყოს და შეხვედრისთვის მზად იქნება.

მესიც ტრავმის შემდეგ სავარაუდოდ თამაშს შეძლებს.

სუარესმა ტრავმა პირველ ტურში "ატლეტიკოსთან" თამაშისას მიიღო, ხოლო მესიმ - წინასასეზონო პერიოდში.

"ბარსელონასა" და "ვალენსიას" დაპირისპირება 14 სექტემბერს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული