ხორხე ვალდანო: ნეიმარის "რეალში" გადასვლა არ მინდოდა, რადგან...

AutoSharing Option
"რეალის" ყოფილმა თავდამსხმელმა ხორხე ვალდანომ ფორვარდ ნეიმარზე ისაუბრა.

"ნეიმარის "რეალში" გადასვლა არ გამიხარდებოდა. მან ძალიან კარგად არ იცის, რას ნიშნავს ფეხბურთელობა.

არა მგონია, "რეალში" თანამემამულეებზე კარგი ზეგავლენა მოეხდინა, რომლებიც მას კერპად მიიჩნევენ", - ციტირებს ვალდანოს As-ი.

ზაფხულში არსებობდა ნეიმარის "ბარსელონაში" ან "რეალში" გადასვლის შესაძლებლობა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა.