"ვალენსიას" მწვრთნელად "ბარსელონას" და "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი დანიშნეს

AutoSharing Option
გადაყენებული მარსელინიოს ნაცვლად, "ვალენსიას" მწვრთნელად 43 წლის ალბერტ სელადესი დანიშნეს, რომელსაც კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს.

აქამდე სელადესი ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებს ედგა სათავეში, შემდეგ კი "რეალში" მწვრთნელის თანაშემწე იყო.

მას 72 მატჩი "ბარსელონაში", ხოლო 56 "რეალში" აქვს ჩატარებული, ესპანეთის ნაკრების ღირსება 4 შეხვედრაში დაიცვა, 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული