ფლორენტინო პერესი: ლევანდოვსკის ყიდვა გვინდოდა, პოგბასიც, თუმცა...

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა აღიარა, რომ კლუბს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას პოლ პოგბას ყიდვა სურდა. ასევე, რამდენიმე წლის წინ სცადეს რობერტ ლევანდოვსკის გადმობირება.

პერესმა ახსნა, რომ ორივე ფეხბურთელის შეძენა შეუსრულებელი მისია მარტივი მიზეზით გახდა - როგორც "ბაიერნმა" თავის დროზე, ისე "მანჩესტერ იუნაიტედმა" ფეხბურთელის გაყიდვაზე უარი განაცხადა.

"არიან ფეხბურთელები, რომლებსაც გუნდები არ ყიდიან. რამდენიმე წლის წინ რობერტ ლევანდოვსკის შეძენა ვცადეთ, თუმცა არაფერი გამოგვივიდა. მას კონტრაქტი აქვს და მიუნხენის "ბაიერნმა" კი ის არ გაყიდა.

სხვა გზა არ გვქონდა. იგივე რამ მოხდა პოგბასთან
დაკავშირებით. როცა გარკვეული ფეხბურთელის გასაყიდად მზად არიან, ჩვენ მხოლოდ მაშინ შეგვიძლია მათთან მოლაპარაკება".

"სამეფო კლუბის" პრეზიდენტი გასული წლის სეზონში არსებულ პრობლემებსაც შეეხო.

"ჩვენ გუნდში "ოქროს ბურთის" 9 ნომინანტი გვყავდა და ფეხბურთელთა საერთო ღირებულება 1.2 მილიარდი ევრო იყო. გასულ წელს პრობლემები არა ერთ ფეხბურთელში, არამედ ყველას მენტალობაში იყო. წელს კი მნიშვნელოვანი ფეხბურთელები შევიძინეთ, მათ შორის, აზარი".

მომზადებულია marca-ს მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ