ზინედინ ზიდანმა ფირფიტა გადააბრუნა - ახლა ამბობს, რომ ბეილი გასაოცარია

AutoSharing Option
"რეალის" მწვრთნელი ზინედინ ზიდანი მთელი ზაფხული უშედეგოდ ცდილობდა თავდამსხმელ გარეთ ბეილის თავიდან მოცილებას, ჩინეთში მის გაშვებასთანაც ახლოს იყო, მაგრამ ტრანსფერი ჩაიშალა და ახლა აქებს.

"ვფიქრობ, როდესაც საქმე კარგად არ მიდის, ყველანი დამნაშავე ვართ.

ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, ერთ ნავში ვსხედვართ. ვითარების მიხედვით უნდა შევიცვალოთ. ერთი გუნდი ვართ.

ყოველთვის ვამბობდი, რომ ბეილს გასაოცარი თვისებები აქვს. ყველამ იცის, რაც ზაფხულში მოხდა. ის დარჩა, მე ბედნიერი ვარ, ყველა ბედნიერია, მათ შორის ფანებიც.

წინ უნდა ვიაროთ", - ციტირებს ზიდანს Goal-ი.