ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი: ფატიმ რომ ჩვენთან ითამაშოს, ამაზე ფედერაცია მუშაობს

AutoSharing Option
"ბარსელონას" 16 წლის ნახევარმცველმა ანსუ ფატიმ ლა ლიგას ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა გოლი და მის შესახებ ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა რობერტ მორენომ ისაუბრა.

"ანსუს საკითხით მე არ ვარ დაკავებული. ფედერაციაში ხალხი მუშაობს, რომ ფატიმ ჩვენს ნაკრებში ითამაშოს. საბოლოო ჯამში, ეს თავად ფეხბურთელის გადასაწყვეტია.

ფედერაცია იმაზე ზრუნავს, რათა ეროვნულ გუნდში საუკეთესოებმა იასპარეზონ. ფატი "ბარსასთვის" სიხარულია, რომელიც მათი აღზრდილია. მშვიდად ყოფნა გვმართებს და იმედია, არჩევანს ჩვენს სასარგებლოდ გააკეთებს", - ციტირებს მორენოს "მარკა".

ანსუმანე (ანსუ) ფატი გვინეა-ბისაუშია დაბადებული, 2010-2012 წლებში "სევილიას" აკადემიაში ვარჯიშობდა, საიდანაც
"ბარსელონაში" გადავიდა.