მესი მოედანს უბრუნდება

AutoSharing Option
მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ "ბარსელონას" ვარჯიშში მიიღო მონაწილეობა და როგორც Marca იტყობინება, 32 წლის არგენტინელს ლა ლიგის მომდევნო ტურის შეხვედრის განაცხადში ვიხილავთ.

იმავე Marca-ს მიხედვით, მართალია, მესიმ ერთიან ჯგუფთან ივარჯიშა, თუმცა ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დორტმუნდის "ბორუსიასთან" მისი თამაში ნაკლებად სავარაუდოა.

მოგეხსენებათ, ლიონელ მესის მოსამზადებელ პერიოდში მიღებული ტრავმა გაუმიზეზდა და აქამდე ესპანურმა მედიასაშუალებებმა დაწერეს, რომ 1 თვით უქმობა მოუწევდა.



მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდი ლეო აბა შენ იცი! რამდენი ხანი გელოდებოდით. შენებურად გაგვახარე. წარმატება და გამარჯვება ლიგაზე!
10
16 სექტემბერი 2019 22:39
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული