ხავი "ბარსელონას" ჩასაბარებლად მზადაა

AutoSharing Option
"ბარსელონას" უხეირო თამაშის გამო უკმაყოფილება იზრდება და თუ ასე გაგრძელდა, რა თქმა უნდა, დღის წესრიგში მწვრთნელ ერნესტო ვალვერდეს გადაყენების საკითხი დადგება. გუნდის ჩასაბარებლად მზადაა "ელ სადის" თავკაცი ხავი, რომელსაც "ბარსას" ტაქტიკაც კი მოფიქრებული აქვს და ამაზე ისაუბრა.

"მე შესანიშნავად ვიცი, რას წარმოადგენენ მესი, სუარესი, ბუსკეტსი, ალბა და სერხი რობერტო. უპრობლემოდ შემიძლია მათი მწვრთნელი ვიყო.

ვიცი, ვისთან როგორ ვიმუშაო, ვის აქვს ლიდერული თვისებები და ვინ როდის როგორ ხასიათზეა. კარგია, როდესაც გუნდში ნაცნობი ფეხბურთელები გყავს, რომლებთანაც კარგი ურთიერთობა გაქვს.

მესი და სუარესი
დაცვას რომ დაეხმარონ, ამაში უნდა დაარწმუნო. მესის დაცვაში მშვენივრად შეუძლია თამაში. ამისათვის მას ყველა უნარი გააჩნია და დაცვის დასახმარებლად თამაშის აუცილებლობაში საკუთარი თავი თავად უნდა დაარწმუნოს. იგივე ეხება სუარესს.

ასეთ სიტუაციაში ეტო'ოსთან დაკავშირებით ვიყავით - დაცვას მაგრად ეხმარებოდა. ფეხბურთელი უნდა დაარწმუნო, რომ თუ კიდევ 10 ან 20 მეტრს გაირბენს, მეტოქეს საპირისპირო მიმართულებით 70 ან 80 მეტრით გადაადგილება მოუწევს", - განაცხადა ხავიმ ყატარულ Ara-სთვის მიცემულ ინტერვიუში.