"რეალმა" ქარიმ ბენზემას თავურით "სევილიას" სძლია და "ბარსელონას" 4 ქულით გაექცა

AutoSharing Option
22 სექტემბერს, ლა ლიგის მე-5 ტურში "რეალმა" გასვლაზე "სევილიას" 1:0 სძლია.

დაძაბული მატჩის 64-ე წუთზე გოლი თავურით ბენზემამ გაიტანა, რის შემდეგაც მასპინძლები ბევრს და უხიფათოდ უტევდნენ და "რეალმა" გაიმარჯვა.

"რეალი" 11 ქულით მეორე ადგილზეა. ამდენივე ქულით, ოღონდ ბურთების უკეთესი შეფარდებით ლიდერი "ბილბაოა", "ბარსელონა" კი 7 ქულით მერვე პოზიციაზეა.

ბენზემამ მიმდინარე პირველობაზე მეხუთე გოლი გაიტანა. მან წელს თავით 9 გოლი გაიტანა, რაც ტოპ 5-ის ჩემპიონატებში საუკეთესო შედეგია.

"რეალმა" 2016 წლის აგვისტოს შემდეგ პირველად არ დაარტყმევინა მოწინააღმდეგეს კარში - მაშინ "სოსიედადი" 3:0
დაამარცხეს.

კაზემირომ "რეალში" მე-200 მატჩი ჩაატარა.

სევილია. "სანჩეს პისხუანი".42 354 მაყურებელი
სევილია - რეალი 0:1
გოლი: ბენზემა (64)

სევილია: ვაცლიკი, კარისო (ნოლიტო 82), კარლოსი, რეგულიონი, ნავასი, ბანეგა, ფ. ვასკესი (ტორესი 52), ფერნანდო, ოკამპოსი, ჯორდანი (ერნანდესი 69), ლ. დე იონგი

რეალი: კურტუა, რამოსი, კარვახალი, ვარანი, მენდი, კროოსი, ხამესი (ვალვერდე 76), კაზემირო, ბენზემა, ბეილი, აზარი (ლ. ვასკესი 90)

მკითხველის კომენტარები / 1 /
კიდევ ბევრ ქულას დაკარგავენ რეალიც და ბარსელონაც,სანამ დალაგდებიან.
სოსო
09:59 23-09-2019
2

სიახლეები პოპულარული