ნეიმარი "ბარსელონას" წინააღმდეგ სასამართლოში ჩვენებას მისცემს

AutoSharing Option
პსჟ-ის ბრაზილიელი ფორვარდი ნეიმარი ყოფილი კლუბის, "ბარსელონას" წინააღმდეგ სასამართლო პროცესს აგრძელებს, - იტყობინება Marca.

ესპანური გამოცემის ცნობით, 27 სექტემბერს ნეიმარი ესპანეთში ჩაფრინდება, რომ სასამართლოში კლუბის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს.

ბრაზილიელი "ბარსელონასგან" ბონუსების სახით 26 მლნ ევროს ითხოვს, რომელიც "ბლაუგრანამ" კლუბიდან წასვლის გამო არ გადაუხადა.

"ბარსელონამ" კი, თავის მხრივ, საპასუხო საჩივარი შეიტანა და ნეიმარისგან 14 მლნ ევროს დაბრუნებას ითხოვს, რომელიც მან ბონუსის სახით ლოიალურობის გამო მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, "ბარსელონა" ზაფხულში ნეიმარის დაბრუნებას ცდილობდა, თუმცა ტრანსფერი არ შედგა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
და აი ეს ათჯერ გამყვიდელი უნა მოგვეთრია ბარსაში? ფუი შენს კაცობას. ისე ნათქვამია ვინც ერთხელ გაგყიდის, ის ათასჯერ გიღალატებსო მართალია. რა ვიცი ვენებს იჭრიდა ბარსაში მინდაო, ტიროდა პატარა ბავშვივით. ეტყობა იქით თავისმა შეიხმა შეაგულიანა დოლარებზე აქეთ მამამისმა და ეს ცანცარაც დადის მაგათ ჭკუაზე, ამას თავისი ჭკუა ხომ არ გააჩნია.
ნემარ ცანცარა ვაი შენს პატრონს.
18:24 26-09-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული