ნეიმარი "ბარსელონას" წინააღმდეგ სასამართლოში ჩვენებას მისცემს

AutoSharing Option
პსჟ-ის ბრაზილიელი ფორვარდი ნეიმარი ყოფილი კლუბის, "ბარსელონას" წინააღმდეგ სასამართლო პროცესს აგრძელებს, - იტყობინება Marca.

ესპანური გამოცემის ცნობით, 27 სექტემბერს ნეიმარი ესპანეთში ჩაფრინდება, რომ სასამართლოში კლუბის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს.

ბრაზილიელი "ბარსელონასგან" ბონუსების სახით 26 მლნ ევროს ითხოვს, რომელიც "ბლაუგრანამ" კლუბიდან წასვლის გამო არ გადაუხადა.

"ბარსელონამ" კი, თავის მხრივ, საპასუხო საჩივარი შეიტანა და ნეიმარისგან 14 მლნ ევროს დაბრუნებას ითხოვს, რომელიც მან ბონუსის სახით ლოიალურობის გამო მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, "ბარსელონა" ზაფხულში ნეიმარის დაბრუნებას ცდილობდა, თუმცა ტრანსფერი არ შედგა.

ასევე დაგაინტერესებთ